პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოსა და ამერიკის მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, აშშ-ში მყოფი სკოლის 79 მოსწავლე სამშობლოში დაბრუნდება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეისი 10 აპრილს, შედგება და ამრიკიდან დოჰაში სკოლის მოსწავლეების გადმოყვანას ამერიკული მხარე უზრუნველყოფს, დოჰადან საქართველოში კი მათ დაბრუნებას მთავრობა მოახდენს. პრემიერის ინფორმაციით, გარდა 79 ქართველი ბავშვისა, აღნიშნული რეისით სამშობლოში სკოლის 35 სომეხი მოსწავლეც დაბრუნდება.
გიორგი გახარიამ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის აშშ-ის ადმინისტრაციას, საქართველოში აშშ-ს საელჩოს და პირადად ელჩს მადლობა გადაუხადა.