პრემიერი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს - Palitra News

პრემიერი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

2020-07-23 11:32:21+04:00

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნულ საქმეზე სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება მოითხოვა. მან შსს-ს გარდაცვლილის ოჯახისა და საზოგადოებას პროაქტიული ინფორმირებულობა დაავალა. პრემიერის თქმით, თამარ ბაჩალეიშვილის ტრაგედია სცდება ერთი ოჯახის ტრაგედია და ქვეყნის ტრაგედია ხდება.

გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა საზოგადოების პროაქტიული ინფორმირება რათა არ დარჩეს სივრცე რომელიც სპეკულირებისთვის იქნება გამოყენებული.