პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პანდემიიდან გამომდინარე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შემცირებაა მოსალოდნელი.
პრემიერმა მსოფლიო ბანკის პროგნოზზე ისუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ორ ფრონტზე იბრძვის, კერძოდ ჯანმრთელობის და ეკონომიკური განვითარების ფრონტებზე. შესაბამისად პრემიერის თქმით არცერთ ფრონტზე ცალკე აღებულზე გამარჯვებას ფასი არ ექნება.
ამასთან, როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკური ზრდის შემცირება მოსალოდნელია, მთავრობამ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო და ბიუჯეტში ცვლილებები შეაქვს. შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკის პროგნოზის თანახმად, COVID-19-ის გამო, საქართველოში ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდება.