საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პრეპარატ "ტამიფლუს" უფასოდ მიიღებს. პრემიერ მინისტრის ეს გადაწყვეტილება თავად ჯანდაცვის მინისტრმა გაახმაურა. პრეპარატის უფასოდ გაცემა შაბათიდან მოხდება. ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სამინისტრო უფასოდ ანტივირუსულ პრეპარატს უფასოდ მხოლოდ რისკ-ჯგუფებზე გასცემდა, მატ შორის ორსულებზე, მელოგინეებზე, ასაკოვნებზე, ბავშვებსა და სოციალურად დაუცველებზე. თუმცა ბოლო დღეებში ნათელი გახდა, რომ ამ პრეპარატის შეძენა სხვა ჯგუფებისთვის გარკვეულ ფინანსურ თუ სხვა სახის პრობლემას წარმოადგენდა. საქართველოს მთავრობისთვის მოქალაქეების ჯანმრთელობა პრიორიტეტულია - აცხადებს დავით სერგეენკო.