წეროვანში უახლოეს ერთ წელიწადში ახალი სკოლა აშენდება - შესაბამისი დავალება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას მისცა. მათივე ცნობით, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მამუკა ბახტაძე დღეს წეროვანის მე-3 საჯარო სკოლას სტუმრობდა, რომლის ბიბლიოთეკას საჩუქრად შემეცნებითი და კლასგარეშე საკითხავი მხატვრული ლიტერატურა გადასცა. პრემიერმა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრისას განათლების მნიშვნელობასა და პრიორიტეტულობაზე გაამახვილა ყურადღება და მათ წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე მიულოცა.