"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა პრემიერთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართეს. დახურულ კარს მიღმა განხილვის ერთ–ერთი მთავარი თემა, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის მიღება და დოკუმენტში ტატუნაშვილ-ოთხოზორიას სიის ასახვის საკითხი იყო. ამ თემაზე ანალოგიურ ფორმატში უმრავლესობა პარტიის ოფისში 2 დღის წინაც შეიკრიბა. გარდა ამისა, უმრავლესობის წევრებმ,ა პრემიერთან ერთად ე.წ. "გირგვლიანის შესწორებების" ინიციატივაზე და გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტზეც იმსჯელეს.