იმედი მაქვს, ამ მძიმე ისტორიის დასრულებას ერთმანეთს უახლოეს პერიოდში მივულოცავთ , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით განუცხადა.მისივე განმარტებით, მთავრობა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველა საერთაშორისო პარტიორთან სრულ კოორდინაციაში მოქმედებს.შეგახსენებთ, რომ ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს და 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თავად ექიმი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ საქართველოს მიწაზე იმყოფება.