ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებს პრემიერი ეხმაურება. მამუკა ბახტაძის განცხადებით, უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ძალის მიერ ჩადენილი მოქმედებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მან გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და მოთმინებისთვის სამართალდამცავებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. პროფესიული მოვალეობის მაღალ დონეზე შესრულებისთვის მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა მედიის წარმომადგენლებსაც.