საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "ტვ პირველზე" განხორციელებულ შესაძლო კიბერშეტევასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ კიბერდანაშაული, 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა გახდა ნებისმიერი ქვეყნისთვის და როდესაც დანაშაულებს აქვს ადგილი, აუცილებელია დეტალური გამოძიება.
ამასთან, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ შსს-ს ექსპერტები აღნიშნული საკითხის გამოძიებაზე მუშაობენ. მისივე თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების გამოცდილების გამოყენება.