თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, შესაძლებელია, ეტაპობრივი გახსნა უფრო ადრე დავიწყოთ, - ამის შესხაბე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა განმარტა, პირველ რიგში ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს და მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებას, თუმცა, გიორგი გახარიას თქმით, რისკის ქვეშ არ უნდა დადგეს ის მიღწევა, რომელიც რეგულაციების დაცვით გახდა შესაძლებელი.