პრემიერ-მინისტრი აცხადებს რომ სტიქიის ზონაში ვითარება მუდმივად კონტროლდება და წყლის დონის მომატების შემთხვევაში, შესაბამისი ზომებს მიიღებენ. მამუკა ბახტაძის თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ მდინარემ არსებული გზა მეტად არ გამორეცხოს. მტავრობის მეთაური მთელი ქვეყნის მასშტაბით სწრაფი შეტყობინების სისტემების აუცილებლობაზეც საუბრობს. მისი განმარტებით, სტიქიის ზონაში მყოფი რამდენიმე ტურისტის გარდა, სხვა ადამიანებს იქ საფრთხე აღარ ემუქრებათ.