ბრინჯი, ფქილი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, რძის ფხვნილი და მისგან წარმოებლი პროდუქტი - პრემიერის დავალებით, 7 უმთავრეს პროდუქტზე ფასების ზრდა არ უნდა მოხდეს - Palitra News

ბრინჯი, ფქილი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, რძის ფხვნილი და მისგან წარმოებლი პროდუქტი - პრემიერის დავალებით, 7 უმთავრეს პროდუქტზე ფასების ზრდა არ უნდა მოხდეს

2020-03-18 15:29:47+04:00

ბრინჯი, ფქილი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, რძის ფხვნილი და მისგან წარმოებლი პროდუქტი - ეს ის პროდუქტებია, რომელზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით ფასები არ უნდა გაიზარდოს.

როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა, გიორგი გახარიას დავალებით 7 უმთავრესს პროდუქტზე ფასები არ უნდა გაზრდოს. შესაბამისი დავალება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისცა, რომელსაც აღნიშნულთან დაკავშირებით ბიზნესთან კონსულტაციები დაევალა.