პრემიერი მინისტრი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ხედავს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა განაცხადა კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების გამკაცრება სახელწმიფოს კიდევ უფრო მეტად მოუწევს თუმცა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ ეტაოზე არ დგას. გიორგი გახარიას განმარტებით, კითხვა რელევანტურია, რადგან რამდენიმე სახელმწიფომ საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოაცხადა.