პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით ეთნიკური დისკრიმინაციის გზით, რუსეთი ცდილობს სრულად წაშალოს ქართული იდენტობა, მაგრამ ეს არ მოხდება. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია ცდილობს საქართველოს მშვიდობიან ინიციატივებს საფუძველი გამოაცალოს. მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" შესახებ.