"პალიტრანიუსის" გადაცემების "რეზიუმე", "პოლიტ-ქალაქი" და "პოლიტიკური სივრცე" წამყვანი მერაბ მეტრეველი ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს სოცალურ ქსელ "ფებიუქში" ეხმაურება.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე არც-ერთი მწვავე კომენტარი არ გააკეთა და არც კი მიუსამძიმრა გარდაცვილი ადამიანის ოჯახს.
"ესე იგი, დევნილმა ადამიანმა თავი მოიკლა, რადგან ხელისუფლებამ მათი პრობლემები, აფხაზეთის ომიდან 29 წლის თავზეც ვერ მოუგვარა, მთელი სოციალური სააგენტო გაციფულია, რადგან ისეთი ხელფასები აქვთ, თავად შეიძლება გახდნენ სოციალურად დაუცველები და ჯანდაცვის მინისტრი არც კი მიდის ხალხთან. მედიასთანაც კი არ გამოჩნდა აქამდე, გადაცემაში მოსვლაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. სამაგიეროდ, დღეს მთავრობის სხდომაზე გამოჩნდა პრემიერი და არც-ერთ ამ საკითხზე სიტყვაც არ თქვა. კი, მეც მაგარი საქმე მგონია ფარმაცევტული ბიზნესისთვის თურქეთის ბაზრის გახსნა, საიდანაც იაფი მედიკამენტები შემოვა და ეს ჩვენი ფარმაცევტული მაფია ისე ვეღარ გაატყავებს გაჭირვებულ ხალხს (აქამდე რატომ არ ქნა ეს არც-ერთმა მთავრობამ კია საკითხავი), მაგრამ პრემიერი რომ ხარ და ზემოთ ჩამოთვლილ მწვავე საკითხებზე ხმას არ იღებ, გარდაცვლილის ოჯახს არც კი უსამძიმრებ... არც კი ვიცი რა ვთქვა", - წერს მერაბ მეტრეველი.