პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად გაეცნო.
პრემიერი აცხადებს, რომ სტიქიის შედეგად მოწყვეტილი სოფლები ეტაპობრივად, ნელ-ნელა უკვე ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება.
რაჭაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პირველ ეტაპს დაახლოებით კიდევ 1 კვირა დასჭირდება შემდეგ კი ინფრასტრუქტურის სამინისტრო სისტემურად გააგრძელებს დაზიანებული მაგისტრალური ინფრასტრუქტურის აღდგენას.