პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პოლიტიკურ სუბიექტებს უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ და და საარჩევნოდ წესების დაცვისკენ მოუწოდებს. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა გლობალური პანდემიის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენებას ცდილობს.
პრემიერის თქმით, საარჩევნო უბნებზე სრულად იქნება დაცული რეგულაციები და სახელმწიფომ უნდა დაანახოს მსოფლიოს თუ როგორ შეუძლია კოვიდის პირობებში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო დემოკრატიული და ღია არჩევნების ჩატარება.