მთავრობა კონსტიტუციაში ქორწინების წესის განსაზღვრის შესახებ რეფერენდუმთან დაკავშირებით პრეზიდენტის ბრძანებულების კონტრასიგნაციის საკითხს განიხილავს.როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პრეზიდენტმა უარი განაცხადა რეფერენდუმის ჩატარებზე და მთავრობა ვალდებულია, ამ გადაწყვეტილების კონტრასიგნაცია განიხილოს.