საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე ბერლინში იმყოფება. გიორგი კვირიკაშვილი გერმანიაში პატრიარქის მოსანახულებლად ჩავიდა. ამ წუთებში ის ი Helios berlin bux-ის კლინიკაში იმყოფება და ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად ეცნობა. პრემიერს კლინიკის შესასვლელში პატრიარქის მკურნალი ექიმები და საპატრიარქოს წარმომადგენლები დახვდნენ. როგორც ცნობილია, უწმინდესს ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია ბერლინში რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა. ილია მეორე თავს კარგად გრძნობს. ის სამშობლოში მომავალი კვირის დასაწყისში დაბრუნდება.