ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკამოდ რთული იქნება იმ გამოწვევების გათვალისიწინებით, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" წინაშე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე, რაც, აორმაგებს მთავრობის პასუხისმგებლობას. მისივე თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ის პროგრამა, რომელიც პარლამენტის წინაშეა წარმოდგენილი სრულად განხორციელდეს და 4 წლის ტავზე საქართველომ შეძლოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გაკეთება.