საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აღნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, თავისი აგრესიით დაძაბულობა შეიტანოს საზოგადოებაში. მამუკა ბახტაძის თქმით გარკვეული ძალები ე.წ "ფეიკ ნიუსებით" ცდილობს დისონანსი შეიტანონ წინასაარჩევნო პერიოდში. ამასთან, როგორც პრემიერი აღნიშნავს არამხოლოდ ზუგდიში, არამედ ყველა ოლქში არჩევნები მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდება.