პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მზადაა პარლამენტში მივიდეს. გახარია საგანგებო რეჟიმის პირობებში მთავრობის მუშაობის შესახებ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს ლეგიტიმურად აფასებს და აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მისასვლელად, შეკითხვებზე საპასუხოდ და მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარსადგენად ნებისმიერ დროს მზად არის.
გახარიას თქმით, ანალოგიური მზადყოფნა აქვთ ცალკეული უწყებების ხელმძღვანელებსაც.