პრემიერი-მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს როდესაც პირველი სიმპტომები გამოუვლინდებათ, საავადმყოფოებს არ მიაკითხონ და დარეკონ 112-ზე.
გიორგი გახარია შს მინისტრთან ერთად 112-ის შენობაში იმყოფებოდა, სადაც მუშაობისა და კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევების გამკლავების პროცესს გაეცნო.
პრემიერის თქმით 112 დღეს სრულად არის მობილიზებული და 112-ის გარდა ქვეყნის მასშტაბით რეგიონალურად ოჯახის ექიმები და სოფლის ექიმები არიან კონკრეტულ სტაციონარებში მობილიზებული იმისთვის, რომ ტელემედიცინის საშუალებით, პირველადი კონსულტაცია გაუწიონ მოქალაქეებს, რომელსაც პირველი სიმპოტომები გაუჩნდებათ.
ამასთან, შს მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ კორონავირუსის გამო 112-ის მუშაობას საფრთხე შეექმნება, დამატებით მოწყობილი აქვთ ორი ლოკაცია, სადაც გადასვლას და იქიდან მუშაობას შეძლებენ.