წილკანში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ. ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში სამძიმრის გამოსაცხადებლად, პრემიერი, მინისტრები, სუს-ის ხელმძღვანელი, თბილისის მერი და ოპოზიციის წევრებიც მივიდნენ. ხელისუფლების წევრები აცხადებენ რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ დამნაშავემ პასუხი აგოს.