პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით წინ მძიმე და ტოქსიკური კვირაა მოსალოდნელი, როდესაც პოლიტიკოსები ყველაფერზე წავლენ. როგორც გიორგი გახარიამ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ვასილ ჩიგოგიძის წარდგენისას განაცხადა მმართველი პარტია, პროვოკაციებს სიმშვიდეს დაუპირისპირებს და სამართლიან ბრძოლაში ღირსეულად გაიმარჯვებს.
პრემიერმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვირუსის პირველ ტალღას წარმატებით გაუმკლავდა, ახლა ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშეა და მოსახლეობა წესების დაცვით უნდა გაუფრთხილდეს, როგორც ერთმანეთის ჯანმრთელობას, ასევე თითოეულ სამუშაო ადგილს.