საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტისას სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს, მისი შემდგომი განვითარების და ევროატლანტიკური კურსის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა.
როგორც გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის საერთო ფასეულობებზე დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.
შეგახსენებთ საქართველოს 17-18 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, კათოლიკოს-პატრიარქსა და არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.