პრემიერ-მინისტრი კორონავირუსით გარდაცვლილი 79 წლის ქალის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. როგორც გიორგი გახარია ამბობს, გარდაცვალების ამ შემთხვევამ უნდა დაგვარწმუნოს, რომ ამ ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს და ნაბიჯების სიმკაცრე არ არის ვიღაცის სურვილი, ეს არის ის ტრაგიკული აუცილებლობა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დაიცვას. პრემიერის თქმით, ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ პასუხისმგებლები ვართ მოხუცების წინაშე და მომხდარი ფაქტი საგანგაშოა. ამასთან პრემიერმა არ გამორიცხა, რომ შეზღუდვებთან დაკავშირებით ღონისძიებები კიდევ უფრო გამკაცრდეს.