პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მან არ იცის, იქნება თუ არა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი ნომერი. როგორც ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გახარიამ განაცხადა, მას ამ საკითხზე წარმოდგენა არ აქვს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამ ეტაპზე მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმაა.