.საქართველოს პრემიერ მინისტრი ევროკომისიის გადაწყვეტილების შესახებ საკუთარ პოზიციას კიდევ ერთხელ აფიქსირებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ირკვევა, პრემიერი ევროკომისიის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. მთავრობის ლიდერი 2008 წლის ომს იხსენებს და განმარტავს, რომ ქართულმა ჯარმა სამაგალითო გმირობა აჩვენა. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქართველი ხალხი, მეომრები, ეკლესია და სარწმუნოება, ევროკომისიამ საკუთარი გადაწყვეტილებით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის ყველაზე მეტს საქართველო იმსახურებდა.