საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე მუცოს მოსახლეობას შეხვდა. პრემიერმა ადგილობრივებთან ერთად გატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმოიხილა და მათ სამსამომავლო პროექტებზეც ესაუბრა. როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, გუდამაყრის და არხოტის ხეობებს, შატილს და მუცოს მალე ინტერნეტი ექნება.
ამასთან, ბახტაძემ მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაც დაანონსა, რაც მისი თქმით, ადგილობრივ მცხოვრებლებს ელექტროენერგიის პრობლემას გადაუჭრის.