ახალი პრემიერ მინისტრი საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა მიმდინარეობს. მამუკა ბახტაძის თქმით, მხოლოდ მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 7,5%-ს მიაღწია. პრემიერი ამბობს რომ სწორედ ესაა დადასტურება იმის რომ მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს. ცნობისთვის, ბახტაძის წინამორბედი პრემიერი პოსტიდან სწორედ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, გიორგი კვირიკაშვილსა და მის გუნდს შორის არსებული აზრთა სხვადასვაობის გამო გადადგა. პროცესს ერთი დღით ადრე წინ უძღოდა მმართველი გუნდის სხდომა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, სადაც განხილვის მთავარი თემა იუნისეფის მიერ გამოქვეყნებული კვლევა იყო. ანგარიშის მიხედვით საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა.