საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია მუმუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებით ბიზნესმენის ბოლო განცხადებას პასუხობს და ხაზარაძეს და ჯაფარიძეს მოუწოდებს წერილი საგამოძიებო ორგანოში მიიტანონ. გახარიას თქმით ის პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო რომელიც საკუთარი ნებით მივიდა პროკურატურაში განმარტებების გასაკეთებლად ამიტომ მისი თქმით თუ საქმეს დასჭირდება ხელმეორედ გააკეთებს იგივეს. მისივე განმარტებით უკვე არ სურს ამ წერილზე საუბარი და ყველა მოუწოდებს თუ რაიმე აქვთ მიიტანონ პროკურატურაში.