საქართველოს პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი არ იყო. ამის შესახებ გახარიამ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. მოქმედ პრემიერს ყოფილ პრემიერზე ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია. ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმაც. მისი თქმით ვანო მერაბისვილმა ის სასჯელი მოიხადა, რომელიც მას დემოკრატიულმა სასამართლომ მიუსაჯა.