საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით შეთანხმება “ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ გააუქმე, რომ იგი მხოლოდ ერთი მხარარის მიერ იყო ხელმოწერილი. მისივე თქმით, 100 დღის განმავლობაში ხლეიფულება ცალმხრივად ასრულებდა შეთანხმების პუქტებს და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელიც არ მოაწერა. მისივე თქმით ყველაზე მთავარი აქტორი ვინც არის დღეს ოპოზიციური პარტიებიდან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, სხვა დანარჩენი პარტიების საერთო ჯამი მხოლოდ10%-ზე მეტს შეადგენს.
პრემიერის თქმით, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მთავარი ოპოზიციური და ამავდროულად დესტრუქციული პარტიის პოზიცია. მათ შეგნებულად არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი რეფორმებს განაგრძობს.