ჩვენ გრძლევადიანი ომი მოსაგები გვაქვს და ეს ომი არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, ნამდვილად ევროპული საქართველოს მოამვლის მშენებლობა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტმა იუნკერთა მემორიალთან განაცხადა, სადაც მან პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მემორიალი გვირგვინით შეამკო. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული საქართველოს უახლეს ისტორიაში.