უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილა.
სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, აღინიშნა, რომ სოფლებში - მუშევანსა და გეტაში, სადაც 15 ადამიანის დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა ადგილზე დამატებითი სამედიცინო ღონისძიებების გატარება დაიწყეს, მათ შორის, მიმდინარეობს მოსახლეობის აქტიური თერმოსკრინინგი და ტესტირება.
მთავრობის მეთაურმა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს დაავალა, მაქსიმალურად გააკონტროლონ ორივე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების ზედმიწევნით აღსრულება, რათა შესაძლო გართულებები თავიდან იყოს აცილებული.