ბათუმის პორტში ორი კონტეინერმზიდი გემი შემოვიდა, რომელთაგან ერთი 40 000კგ საკვებ პროდუქტით ხოლო მეორე, რომელიც - 23 000კგ საკვებითა და მედიკამენტებით არის დატვირთული.
გემებს ბათუმის პორტში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დახვდა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული კრიზისის ფონზე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ საყოველთაო კარანტინის პირობებშიც კი საქართველოს პორტები რჩება ღია და სატვირთო ოპერაციები შეუფერხებლად ხორციელდება.