არავის უნდა შერჩეს ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც აშკარად დაგეგმილის ეფექტს ატარებდა და აუცილებლად უნდა დაისაჯოს, ვინც სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ბათუმში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მისი თქმით, ამ სერიოზული პროვოკაციის თავიდან აცილება შეძლო.