"ბაკურიანში ავაშენებთ სამ ახალ საბაგიროს. აღნიშნილი ინფრასტრუქტურის განვითარება ნიშნავს მეტ ტურისტს ბაკურიანში, მეტ შემოსავალს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მეტ სამუშაო ადგილს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბაკურიანში განაცხადა, სადაც „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან“ სამი ახალი საბაგიროს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა. მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ მთის და ზამთრის კურორტების განვითარებაა.