საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს სახალხო დღესასწაული "ნოვრუზ ბაირამი" მარნეულიდან მიულოცა. პრემიერმა მოსახლეობას მარნეულის ცენტრში მიმართა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დღევანდელ ზეიმში ყველა ერთად ერთ დიდ ოჯახად ერთიანდება. ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ასევე სცენიდან მიულოცა მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.