პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყოს.
კითხვაზე თუ ვინ იქნება სიის პირველი ნომერი გახარია არ პასუხობს. პრემიერის თქმით ამას მნიშვნელობა არ აქვს და ახლა მთავარია ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც სანიმუშო არჩევნები ჩაატაროს.
პრემიერის თქმით, გამოწვევების ფონზე მმართველ გუნდს არ სცალია იმისთვის, რომ იმაზე გამართოს დისკუსია, ვინ იქნება სიის სათავეში.