საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა წარმოადგინა რომელიც მისი თქმით ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის უალტერნატივო ნაბიჯია ,პრემიერმა აღნიშნა ,რომ საქართველოს ხელისუფლება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ინიციატივის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გავლით ვაჭრობასთან დამაკავშირებელი ინდივიდუალური და საერთო ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა და წახალისება.