საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორების თანამდებობიდან წასვლის საკითხსაც გამოეხმაურა. კვირიკაშვილმა გია სალუქვაძესა და პაპუნა მარგველიძეს კარგი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და როგორც აღნიშნა, ისინი მმართველ გუნდში სხვა პოზიციაზე გააგრძელებენ საქმიანობას. პრემიერი ახალ გუბერნატორებს რამდენიმე დღეში დანიშნავს.