საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მის სომეხ კოლეგას მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა.მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს. ნიკოლ ფაშინიანმა სომხურ-ქართული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.„ჩვენი ხალხები ღრმა ფესვებით არიან დაკავშირებულნი და ეს კავშირი განუყოფელია”, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.