საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტექნოპარკში, ეკონომიკური კონფერენცია "საქართველო და მსოფლიო 2019 წელს" გახსნა. პრემიერ-მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობები გააცნო. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის პირველ რიგში აუცილებელია მასშტაბური ინვესტიციები განათლების სექტორში. მისივე თქმით, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში საქართველოს მიერ გატარებულმა რეფორმებმა ძალიან ხელშესახები შედეგები მოიტანა.