პრემიერ-მინისტრმა გაეროს საჩუქრად ვეფხისტყაოსნის სამუზეუმო ეგზემპლარი გადასცა. უნიკალური ხელნაწერი, რომლის ყდაც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ გუჯი ამაშუკელმა მოჭედა, ნიუ-იორკში, გაეროს არტ-კოლექციაში განთავსდა. ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა. ღონისძიებას გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე დაესწრო. ატულ ხარემ თავის მხრივ პრემიერს საჩუქრად 2018 წელს გაეროს სპეციალური დეპარტამენტის მიერ გამოცემული შოთა რუსთაველის საიუბილეო საფოსტო მარკა გადასცა.