პრემიერ-მინისტრმა „დელტა ტექსტილის“ სამკერვალო ფაბრიკა დაათვალიერა. ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის მაღალი ხარისხის ქართული პროდუქციის წარმოების პროცესს პირადად გაეცნო.
მთავრობის მეთაურის თქმით, „დელტა ტექსტილის“ შექმნამდე, წლების განმავლობაში იყო ხარისხის და მოწოდების პრობლემა და ეს პრობლემა მთლიანად აღმოფხვრილია.
პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს და „დელტა ტექსტილის“ ხელმძღვანელობას მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.