საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პატარებს ბავშვთა დაცვის დღე მიოულოცა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მათ თავისებურ პერიოდში უწევთ ბავშვობის გატარება და ეს ის იქნება, რაც მათ მეხსიერებაში დარჩება ყოველთვის.
პრემიერმა მშობლებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ ბევრი შრომაა საჭირო იმისთვის რომ პატარების ცხოვრება იყოს უზრუნველყოფილი და მათ შეძლონ კონკურენტურნარიან თაობად ჩამოყალიბება.