დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტი დაიწყო. პრემიერის მრჩევლის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, წელს პრემიერს გადატვირთული გრაფიკი აქვს. დაგეგმილია 30-მდე შეხვედრა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლებთან. გიორგი გახარია შეხვედრებს გამართავს როგორც პარტნიორი სახელმწიფოების, აგრეთვე მთავრობების მეთაურებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან, უმაღლეს დონეზე.
დაგეგმილია დისკუსიები, რომელიც დაეთმობა ევროპის მომავალს, ევროპის სამომავლო ეკონომიკურ გაძლიერებასა და უსაფრთხოებას.