პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შეფასებით, გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე ღირსეული და პროფესიონალი პიროვნებაა. გახარია საკანონმდებლო ორგანოში აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე შევიდა, სადაც ის პარლამენტის თავმჯდომარის წლიურ მოხსენებას დაესწრება. პრემიერმა გენერალური პროკურორიბის კანდიდატთან დაკავშირებით მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ შოთაძეს შეუძლია მძიმე გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობის აღება.
გიორგი გახარია და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები პარლამენტში ცოტა ხნის წინ მივიდნენ. ისინი პარლამენტის საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის, არჩილ თალაკვაძის წლიურ მოხსენებას დაესწრებიან.